მსოფლიოკრიმინალი

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, 51 წლის კარლ-ჰაინც გრასერს სახელმწიფო ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით გარიგებაში ქრთამის აღებისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმესთან დაკავშირებით კიდევ 14 ადამიანი დაჯარიმდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გამოძიების ვერსიით, მინისტრმა 2004 წელს 60 ათასამდე სახელმწიფო ბინის გაყიდვისას კერძო ინვესტორს მნიშვნელოვანი რჩევა მისცა გასაყიდ ფასთან დაკავშირებით, რათა ტენდერის მეორე მონაწილეს კონტრაქტი ვერ მიეღო. გარიგების საერთო თანხამ 961 მლნ ევრო შეადგინა (3 წლის შემდეგ კონსორციუმმა ბინები ორჯერ უფრო ძვირად შეაფასა), გრასერმა კი შეკვეთის გაფორმებისთვის ქრთამად დაახლოებით 9,6 მლნ ევრო აიღო.

ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო მოსმენის საფუძველზე, ვენის საოლქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო €9,6 მილიონის ქრთამად აღებაში.

საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე შეჩერდა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო. სასამართლომ 165 მოწმეს მოუსმინა, გრასერის საქმე მთლიანობაში 865 გვერდს მოიცავს.

გრასერის ადვოკატის განცხადებით, განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

კარლ-ჰაინც გრასერი ფინანსთა მინისტრი 2000 წელს გახდა, 31 წლის ასაკში და ამ თანამდებობას 2007 წლამდე იკავებდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close