ტაივანის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომაზე მისულ პრემიერ-მინისტრს სუ ჩჟენჩანს ღორის ნაწლავები ესროლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში ამერიკული ღორის ხორცის იმპორტს აპროტესტებენ, რომელიც ჰორმონალურ დანამატს შეიცავს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ცდილობდა აეხსნა, თუ რა წესები იმოქმედებს ამერიკული ღორის ხორცის იმპორტის დროს, რაც მისი ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. პარლამენტში დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ტაივანში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევა მიუთითებს, რომ ტაივანის მოსახლეობის 70% ჰორმონალური დანამატების შემცველი ამერიკული ღორის ხორცის იმპორტს ეწინააღმდეგება. ოპოზიცია ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ტაივანის ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხორცის იმპორტის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისი კონსულტაციების გარეშე იყო მიღებული.
pia.ge
კომენტარები