მედიცინამსოფლიო

MODERNA-ს წარმოებული COVID-19-ის ვაქცინა 25-იდან 37-დოლარამდე ეღირება

ამერიკული კომპანია Moderna-ს წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზა 25-დან 37-დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა Die Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბანსელის თანახმად, კომპანია არ არის დაინტერესებული მაქსიმალური მოგებით და თვლის, რომ ვაქცინის ეს ფასი, იმის გათვალისწინებით, თუ რა უჯდება ჯანდაცვის სისტემას მძიმე ავადმყოფების მკურნალობა, სამართლიანია.

სხვადასხვა შემთხვევაში ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება მყიდველის შეკვეთის ზომაზე.

Moderna-ს ხელმძღვანელთან ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში COVID-19-ის რუსული ვაქცინის Sputnik V-ს მწარმოებელმა, გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინის ფასი გაცილებით უფრო დაბალი იქნება, დაახლოებით 18 დოლარი. Sputnik V-ს ზუსტი ფასი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად.

მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ის ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.

Sputnik V-ს მწარმოებელი ამბობს, რომ რუსული ვაქცინა 92%-ითაა ეფექტიანი.

tabula.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე ბასელგამ განაცხადა, რომ კომპანია Oxford-Astrazeneca-ს ვაქცინის მასობრივ წარმოებას იწყებს მესამე ფაზის დასრულებამდე, რადგან ვაქცინის ეფექტიანობაში დარწმუნებულები არიან და არ უნდათ, დრო დაკარგონ. მისივე თქმით, ვაქცინის ფასი 2 ევრო იქნება და ერთი ადამიანისთვის საჭიროა 2 დოზა, 28 დღის შუალედით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close