მედიცინამსოფლიო

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ყველაზე მეტად გადამდები სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაშია

ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ-19 სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად გადამდებია. ახალი კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ „ლანსეტში“ გამოქვეყნდა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ აღნიშნული კვლევა დაინფიცირებული პირების ადრეულ ეტაპზევე იზოლაციის მნიშვნელობას ცხადყოფს.

„ჩვენი მიგნებები ესადაგება კონტაქტების მოძიების შესახებ ჩატარებულ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ვირუსის გადადების შემთხვევების უმრავლეოსობა ადრევე ხდება, განსაკუთრებით კი სიმპოტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში. ეს სიმპტომების გამოვლენისთანავე თვითიზოლაციის აუცილებლობაზე მიგვითითებს“, – აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, ექიმი მიუგ სევიკი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close