fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამა წარადგინა

საბერძნეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა წარადგინა. გეგმის მიხედვით, მოქალაქეთა ვაქცინაცია უფასო იქნება.

ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება 1018 ვაქცინაციის ცენტრი, სადაც თვეში 2 მილიონ 117 ათას 440 ადამიანის აცრის შესაძლებლობა იქნება. ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს რანდევუს დანიშვნა მოუწევთ. ცენტრები იმუშავებენ კვირაში 6 დღეს, ორ ცვლად და ერთი ადამიანის ვაქცინაციას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.

თავდაპირველად სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, შემდეგ – ჯგუფების და ბოლოს – დანარჩენი მოსახლეობის. შეიქმნება 65 მობილური სამედიცინო ჯგუფი, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრები მოქალაქეებისა და პერსონალის ვაქცინაციას 10 დღეში განახორციელებენ. პენიტენციარული დაწესებულებების სამედიცინო ცენტრების თანამშრომლები პატიმრების ვაქცინაციას მოახდენენ.

ვაქცინის განაწილება ევროკავშირში ცენტრალიზებულად მოხდება და ყოველი წევრი სახელმწიფო მას ერთდროულად, ერთსა და იმავე ფასში მიიღებს, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. იგეგმება, რომ პირველი პარტიის მოცულობა 1.1 მილიარდიდოზა იქნება.

ჯერჯერობით უცნობია ვაქცინაციის დაწყების თარიღი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close