იტალიასაზოგადოება
იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიიღებს კოვიდ-19-ის ვაქცინას – ლუიჯი დი მაიო
იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ Radio Anch’io-ს ეთერში განაცხადა.
დი მაიოს თქმით, ქვეყანა მონაწილეობს 2 უდიდეს საერთაშორისო შეთანხმებაში კომპანიებთან – Pfizer-სა და AstraZeneca-სთან, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნის საკითხში ყველაზე დაწინაურებულები არიან და თავიანთი პრეპარატების გამოცდაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
იტალიაში ბოლო ერთ დღეში (18 ნოემბრის საღამოს მონაცემებით) კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 34 191-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელმა 1 272 352-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 481 967 ინფიცირებული, გარდაცვლილია 47 217 პაციენტი (+731).
ნინო ხოშტარია
კომენტარები