fbpx
იტალიასაზოგადოება

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი SARS-CoV-2 იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა

ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავა.

SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი სიენის უნივერსიტეტმა ჩაატარა იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.

კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებულ ოთხ შემთხვევაში ტესტი ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პაციენტები სექტემბერში დაინფიცირდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული ინფექციური დაავადება ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში (კოდონიო), ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში გამოვლინდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close