კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია ათენში – პოლიციელმა ტაბელური იარაღით შემთხვევით საკუთარი ცოლი მოკლა

ამ დროს მათი 12 წლის შვილი სახლში იმყოფებოდა

ათენის ერთ-ერთ რაიონში – რენდიში, მანდილარის ქუჩაზე ოჯახური ტრაგედია დატრიალდა: პოლიციელმა შემთხვევით იარაღიდან გასროლით საკუთარი ცოლი მოკლა, ამ დროს კი მათი 12 წლის შვილი გვერდით ოთახში იმყოფებოდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ატიკის უსაფრთხოების სამმართველოს შესაბამისი განყოფილების წინასწარი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა, რადგან პოლიციელმა იარაღიდან ტყვიები ამოიღო უსაფრთხოებისთვის, მაგრამ სავაზნეში ერთი ტყვია დარჩა და შემთხვევით გასროლის შედეგად 41 წლის ქალი სასიკვდილოდ დაიჭრა მხარში. იგი მიღებული ჭრილობისგან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ტრაგედია დღის სამის ნახევარზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელი ELAS-ის შტაბ-ბინაში მუშაობს. მისი თქმით, ტაბელური იარაღი სამსახურიდან სახლში წაიღო პოლიტექნიკური ინსტიტუტის წლისთავთან დაკავშირებით არსებული „პანიკური განწყობების“ გამო.

პოლიციელი პირეოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close