საქართველოსპორტი

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელებმა საქართველოსთან გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობასთან ერთად, 3 მილიონი ევროც მოიგეს

ისტორიული მატჩი, რომელსაც საქართველო 30 წელი ელოდა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდა

ისტორიული საფეხბურთო მატჩი, რომელსაც საქართველო 30 წელი ელოდა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდა.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი თამაშის მოგება დააკლდა. 12 ნოემბერს ქართველები თბილისის „დინამო არენაზე”, ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 0:1.

მოწინააღმდეგეთა გუნდის ფეხბურთელმა გორან პანდევმა გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

Sportmedia-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან გამარჯვების შემთხვევაში ფეხბურთელები სამი მილიონი ევროს ოდენობის პრემიით დააჯილდოონ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტული მატჩისთვის დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავს და ჯამში ათ მილიონამდე ევროს გამოიმუშავებს. გამომდინარე აქედან, თანხის 30% ფეხბურთელებს ერგებათ.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ ანგელოვსკის პრესკონფერენციაზე,რომელზეც განვლილი მატჩის უნდა შეეფასებინა, გუნდის ფეხბურთელები შემოცვივდნენ, მწვრთნელი შამპანურით გაწუწეს და, გამარჯვებით გახარებულები, მაგიდაზეც ახტნენ.

მაკედონიასთან განცდილი ისტორიული მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა  წაგებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ტოვებს.

ამის შემდეგ ქართველი ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. საერთო აზრია, რომ გუნდმა ეს ისტორიული შეხვედრა სწორედ მწვრთნელის გამო წააგო, მან თამაშის დროს გუნდის გადაწყობა, შეტევების გაძლიერება და გამწვავება ვერ მოახერხა.

ერთა ლიგის ფინალში მაკედონიის ნაკრებთან დამარცხება დიდი იმედგაცრუება იყო. ცხადია, ნებისმიერმა ქართველმა განიცადა, თუმცა უყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელებისთვის იყო მძიმე… ისინი ხომ ძალიან ახლოს იყვნენ ცხოვრების მიზანთან – ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობასთან.

1tv.ge- ფეხბურთელების ემოციურ ფოტოებს ავრცელებს:

და კიდევ ერთი ფოტო ფეისბუქიდან

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close