მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnews

აშშ-ში ძაღლმა საკუთარი პატრონი პისტოლეტით დაჭრა

აშშ-ის ტექსასის (Texas) შტატში მდებარე ქალაქ პლეინოში მცხოვრები მამაკაცი საკუთარმა ძაღლმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ავრცელებს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უჩვეულო უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ძაღლს ხელში აყვანისას თათი პატრონის წელზე დამაგრებული პისტოლეტის სასხლეტში გაეჭედა. თავის დახსნის მცდელობისას ცხოველმა მას შემთხვევით გამოჰკრა და ტყვია გაისროლა. შედეგად, ტექსასელი მამაკაცი ბარძაყში დაიჭრა, თუმცა ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა და დაშავებულმა საავადმყოფოში მისვლა სხვების დახმარების გარეშე შეძლო.

პოლიციის განცხადებით, მამაკაცს გაუმართლა, რადგან პისტოლეტიდან გასროლილი ტყვია მთავარ არტერიას ასცდა, ამიტომ მომხდარის შედეგად მიყენებულ დაზიანებას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოუწვევია. ამჟამად ძაღლის პატრონი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზემოხსენებული ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებისთვის იარაღის უსაფრთხოდ ტარების წესების შეხსენება გადაწყვიტეს. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პისტოლეტი ბუდეში სწორადაა მოთავსებული. ის ყოველთვის უსაფრთხო ადგილზე უნდა შევინახოთ და, რაც მთავარია, სასხლეტს თითი და თათიც შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ, რათა საკუთარი თავი და სხვები არ დავაზიანოთ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close