fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 ნოემბერი  

9-იდან 14 ნოემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია, 15 ნოემბერს – ახალმთვარეობა. ამ კვირის განმავლობაში რეკომენდებული არ არის ძვირადღირებული შესყიდვების განხორციელება, ბიზნესის წამოწყება, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება, კონტრაქტების დადება, სამსახურის შეცვლა, ფულის სესხება და გასესხება. შეგიძლიათ დაკავდეთ საქველმოქმედო საქმიანობით და ჩვეული, უკვე დალაგებული საქმეებიც გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ სახლის კეთილმოწყობითა და რემონტით, შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგრამ მასშტაბურმა პროექტებმა შეიძლება ძალები ბოლომდე გამოგაცალოთ და მთელი თქვენი ფინანსებიც შეიწიროს.

 

ვერძი

ძველი მეგობრები ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევენ. მათი მხარდაჭერა ძალიან გაგახარებთ – იმიტომაც, რომ ამას არ ელოდით. და თქვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი იქნება ის, რომ თურმე ერთ-ერთ მათგანს დიდი ხანია უყვარხართ, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში თავის გრძნობებს არ ამხელდა.

სასიკეთო დღეები: 10, 12

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაცია კალაპოტიდან ამოგაგდებთ და შეიძლება თქვენი საბრძოლო სულისკვეთება ჩაახშოს. ამ დროის განმავლობაში უფრო ძლიერ იქნებით ეჭვისა და შფოთვისკენ მიდრეკილი, ვიდრე ოდესმე. შეეცადეთ არ დაითრგუნოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

მოგიწევთ ბრძოლა თქვენი შრომის ანაზღაურების მისაღებად. სავარაუდოდ, შეიძლება ინტერესთა კონფლიქტიც კი წარმოიშვას რომელიმე კოლეგასთან ან კონკურენტთან, მაგრამ თქვენთვის მოულოდნელად წარმატებას მიაღწევთ, თავდაჯერებულობისა და ენერგიის ნაკლებობის მიუხედავად.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კირჩხიბი

მივლინებები და საქმიანი ვიზიტები ახლა მაინცდამაინც სასურველი არ არის, თუმცა, თუ იძულებული ხართ მნიშვნელოვანი საქმის გამო იმოგზაუროთ, ნურაფრის გეშინიათ – ყველაფერი ისე ცუდად არ ჩაივლის, როგორც ფიქრობთ, მეტიც, საბოლოო ჯამში მოგზაურობამ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ლომი

დაოჯახებული ლომები უკვე დიდი ხანია მიჩვეულები არიან, რომ ყოველთვის ყველაფერს განკარგავენ, ამიტომ თუ ამ პერიოდში მოულოდნელად გაგიჩნდებათ რემონტის, ავეჯის გადაადგილების ან ახალი ავეჯის შეძენის იდეა, წინააღმდეგობას არავინ გაგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

ამ კვირაში პლანეტების პოზიცია შეარბილებს თქვენს სიამაყეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ ადამიანს ეძებთ, მაგრამ არსებულ თაყვანისმცემლებთან (ან სტაბილურ ურთიერთობებში) ყველაფერი ბევრად უკეთესი და ჰარმონიული გახდება.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

პლანეტების ასპექტების წყალობით, დიდი ძალა და ენერგია გექნებათ, რომელსაც სიამოვნებით გაუზიარებთ სხვებს. მნიშვნელოვანი მომენტი: თქვენი ენთუზიაზმი იმდენად მაღალი იქნება, რომ ყველა დაავადებისა და შეუძლოდ ყოფნისგან დაგიცავთ.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მორიელი

ნებისმიერი სახის დაპირისპირება საქმიან და პირად პარტნიორებთან ვერ გაიძულებთ, რომ უკან დაიხიოთ. პირიქით, იმდენად დამაჯერებელი იქნებით, რომ ფაქტობრივად ყველას აიძულებთ, დაეთანხმონ თქვენს მოსაზრებას. ბრავო, ორატორული ხელოვნების ნამდვილი ოსტატი ხართ!

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულად შეგაშინებთ დაუფარავი ვალის პერსპექტივა. შესაძლოა ბანკის აქტიური თანამშრომლებიდან ვინმემ მოგმართათ. არ ინერვიულოთ, სესხის გადახდას შეძლებთ და გულმშვიდად გააგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ვარსკვლავები ამ პერიოდში კიდევ უფრო გახსნილ და კომუნიკაბელურ ადამიანად გაგხდიან. გამოიყენეთ ეს თქვენს სასარგებლოდ – რაც შეიძლება ხშირად შეხვდით ძველ მეგობრებს თბილ და მშვიდ ატმოსფეროში.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მერწყული

პლანეტების პოზიციიდან გამომდინარე იგრძნობთ, რომ ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები ეძებოთ. შესანიშნავი განლაგებაა – ყველაფერი გამოგივათ! ერთადერთი რჩევა: ზუსტად მიჰყევით გაწერილ გეგმას.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თევზები

გამორიცხული არ არის, მოულოდნელად სევდა შემოგაწვეთ, რაც ადამიანების მიმართ იმედგაცრუებით იქნება გამოწვეული. და აი პარადოქსი – სწორედ ადამიანები დაგეხმარებიან, თავი დააღწიოთ ამ სიტუაციას.  ეს ადამიანები მეგობრები და საყვარელი ნათესავები იქნებიან.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close