პოლიტიკასაქართველო

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი

ღამის პირველ საათზე ცესკოსთან ვითარება კვლავ დაიძაბა.

აქციის მონაწილეების ნაწილი შეეცადა, ცესკოს შენობაზე იერიში მიეტანა. დაპირისპირება ცესკოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ სპეცრაზმელს ფარი წაართვეს, მათი მისამართით ისროლეს ქვებიც. პოლიციამ მომიტინგეებს წყლის ჭავლი გაუხსნა, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი მანამდე გამოიყენეს, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, ცესკოსთან შეკრებულ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ხვალ, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოება რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close