fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე – ექიმები აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, დაგვანებეთ თავი, ჩვენი საქმე გაგვაკეთებინეთ

ექიმები აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, დაგვანებეთ თავი, ჩვენი საქმე გაგვაკეთებინეთ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პანდემიის დროს თავყრილობები მიზანშეწონილი არ არის, თუმცა პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

„ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. მეც დამისვეს ეს შეკითხვა გუშინ. არ ვიცი, იმ არხიდან ხართ თუ არა რომელიმე აქ, ასე რომ „გაისეირნეს“ ჩემზე. ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, წინა ხაზზე ვართ ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც  საუკუნეში ერთხელ ხდება. ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს, მილიონ 200 ათასი ადამიანია მკვდარი. საქართველოში, თითქმის 500-მდე გარდაცვლილია. პანდემია არ ჩერდება, ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ. ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მე ხომ არ ვმალავ, ეს შეკრებები როგორ მოქმედებს პანდემიაზე, ცუდად მოქმედებს. პოლიტიკური პროცესი, პირდაპირ გეტყვით, ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძის განცხადებით, მის მიმართ ხშირად პოლიტიკური კონტექსტით ისმება კითხვები, რაც არასწორია.

„მეორე მხრივ, დავანებოთ ექიმებს თავი. ჩვენი საქმე გაგვაკეთებინეთ. გუშინ, რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, პასუხს არ ვცემ. სულ ცდილობენ, როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა, ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. არ ვერევი თქვენს პოლიტიკურ საკითხებში. დასმული იყო კითხვა ჩემდამი ზუსტად პოლიტიკური ქვეტექსტით. არ გავეცი პასუხი. მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა, იცის ამ არხის დირექტორმა, არ ვეხები- ერთ უბრალო ქართულ ანდაზას გამოვიყენებ. ვიღაცისგან წიხლი ხომ არ არის საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ ვერევი პოლიტიკაში. ვუპასუხებ ამ კითხვაზე, განა არ შემიძლია, შემიძლია, მე ხომ მაქვს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ დღეს ვარ აპოლიტიკური პიროვნება. ჩემთვის მთავარია ქვეყანა, ჩემთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამისთვის ვდგავარ, ამას ვახმარ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას. ამიტომ, პოლიტიკაში არ ვერევი დ არა ვუპასუხებ ამ კითხვას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close