რას არ გაიგებ/ფაქტები
Related Articles
Check Also
Close
აშშ-ში, კენტუკის შტატში ქალაქის მერად ექვსი თვის ფრანგული ბულდოგი აირჩიეს. საუბარია ქალაქ რებით ჰაშზე, სადაც 500-მდე ადამიანი ცხოვრობს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბულდოგი სახელად უილბური, ქალაქის მერის თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
ექვსი თვის ძაღლის მეპატრონე ემი ნოლანდი ამბობს, რომ კენტუკის ქალაქ რებით ჰაშში მერად ცხოველის არჩევის ტრადიცია 1990 წლიდან არსებობს. ეს ინიციატივა ისტორიული ქალაქისთვის შემოწირულობების შეგროვების წახალისებას ისახავდა მიზნად.
ამ ხნის განმავლობაში ქალაქის მერად ძაღლი ხუთჯერ აირჩიეს.
1tv.ge
კომენტარები