კრიმინალისაქართველო

საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული სოლიდური თანხა აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტოლის სამმართველოს მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის – ა.ნ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული თანხა – 51 000 აშშ დოლარის (164 959.5 ლარი) ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, დაეკისრა ფულადი ჯარიმა – არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით – 16 495.95 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close