პოლიტიკასაქართველო
„ქართული ოცნება“ 55%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22% – პარტიების არჩევნებისწინა რეიტინგი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის ბოლო კვლევა გაასაჯაროვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნებისწინა რეიტინგს ასახავს.
მთავარი კითხვა:
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
- „ქართული ოცნება“ – 55%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 %
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5%
- „ლელო“ – 4%
- „ევროპული საქართველო“ – 4%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%
- „გირჩი“ – 2%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- სხვა პარტიებს ხმას აძლევს – 3%.
კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?
- ამაში სრულიად დარწმუნებულია – 70%
- მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
- მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული – 3%
- სრულიად არ ვარ დარწმუნებული – 3%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 პროცენტია. გამოიკითხა 1210 რესპონდენტი.
ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით არჩევნების დღეს, 31 ოქტომბრს ეგზიტპოლს ჩაატარებს.
კომენტარები