მსოფლიოპოლიტიკა

გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს ამკაცრებს – ბარები, რესტორნები, სპორტკლუბები დაიკეტება

გერმანია ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას აპირებს კოვიდ-19-ის მეორე ტალღის შესაკავებლად: 4 ნოემბრიდან ბარების, რესტორნების, სპორტული და კულტურული დაწესებულებების ერთი თვით დახურვა იგეგმება – ასეთია ანგელა მერკელის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს, 28 ოქტომბერს ფედერალური ხელისუფლების მეთაური რეგიონების მთავრობებთან ერთად განიხილავს. ამის შესახებ მედია წერს.  

ახალი შეზღუდვების თანახმად, გერმანიის მცხოვრებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ერთად გასვლის უფლება ექნებათ. სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები მუშაობას გააგრძელებენ დადგენილი პროტოკოლით. კანონის დამრღვევებს ჯარიმა დაეკისრებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სანიტარიული უსაფრთხოების წესები დაცული იქნება, მაღაზიები არ დაიკეტება, თუმცა შეიზღუდება მომხმარებელთა რაოდენობა.

ახალი შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდა ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის სწრაფი ზრდა. ბოლო დღეებში გერმანიაში ყოველდღიურად კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 463 419 ადამიანს, რომელთაგანაც 10263  გარდაიცვალა. გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რომელიც ამ დროისთვის 326 700-ს (70,5%) უდრის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close