ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი პრიმა-ბალერინა მაია მახათელი DANCE EUROPE-მა „წლის მოცეკვავის“ ჯილდოს ნომინანტად დაასახელა

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა მაია მახათელი იმ 11 მოცეკვავეს შორისაა, რომლებიც ჟურნალმა Dance Europe-მა „2020 წლის მოცეკვავის“ ჯილდოს ნომინანტებად დაასახელა

ქართველი ბალერინა სხვა 9 მოცეკვავესა და ერთ დუეტთან ერთად ჟურნალის რედაქციამ შეარჩია ბოლო რაუნდისთვის, რომლის დროსაც მკითხველები და ბალეტის მოყვარულები შეძლებენ ხმა მისცენ თავიანთ რჩეულს  – მათ 31 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნონ ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ  ფოსტაზე [email protected].

მაია მახათელთან ერთად ნომინანტებს შორის არიან მოცეკვავეები: Brandon Lawrence, Dorothée Gilbert, Friedemann Vogel, Polina SemionovaQian Liu, Reece Clarke, Sasha De SolaVadim Muntagirov, Yui Yonezawa, აგრეთვე, Maria Alexandrova-ს და Vladislav Lantratov-ის დუეტი.

ქართველი ბალერინა მაია მახათელი, რომლიც 2007 წლიდან ნიდერლანდებში მოღვაწეობს, 2015 წელს „Dance Europe-ის კრიტიკოსთა რჩეული“ გახდა.

2015 წელს ნიდერლანდების საბალეტო საზოგადოებამ („ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის მეგობრები“) მაია მახათელი წლის ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ დაასახელა. ნიდერლანდების ბალეტის ყოფილმა პრიმა-ბალერინამ ალექსანდრა რადიუსმა მას თავისი სახელობის პრესტიჟული პრიზი გადასცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close