fbpx
ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

საქართველო ნოემბერში ნაწილობრივ აღადგენს ავიამიმოსვლას კიდევ 5 ქვეყანასთან, მათ შორის, თურქეთთან

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან იგეგმება 5 ახალი მიმართულებით ცალმხრივი ავიარეისების განახლება. ეს მიმართულებებია: კიევი, დოჰა, სტამბოლი, მინსკი და აქტაუ. გავრცელებული ცნობით, უკან, თბილისში თვითმფრინავები მგზავრების გარეშე დაბრუნდებიან.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგეს რეგულარული ფრენები ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა  და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • დოჰა
  • ვარშავა
  • ათენი
  • ვენა
  • ბერლინი
  • მილანი

შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

  • კატოვიცე
  • ვილნიუსი
  • დორტმუნდი

ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.

სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 ნოემბრის (30.11.20) ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი NOTAM-ი (შეტყობინება საავიაციო საწარმოების და პერსონალის საყურადღებოდ).

შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა უკვე მოხსნილია პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია), ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ მგზავრთა ავიაგადაყვანა მარტში აკრძალა კორონავირუსის პანდემიის გამო. სექტემბრიდან კი ქვეყანამ თანდათან დაიწყო საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close