ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23:00-იდან 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.
ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა ორი კვირითაა გამოცხადებული. ესპანეთის მთავრობა აპირებს, პარლამენტს მიმართოს და ეს რეჟიმი მაისის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნოს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცესბს, რადგან ესპანეთი და მთლიანად ევროპა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია.
ესპანეთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზეც, თუმცა თუ გაზაფხულზე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 10 000 იყო, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო პანდემიის დასაწყისში.
ესპანეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1,1 მილიონს აჭარბებს. COVID-ით გარდაცვლილია 34 700-ზე მეტი ადამიანი.
radiotavisufleba.ge
კომენტარები