fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ჩვენ სწრაფად დავასრულებთ ამ პანდემიას

„მე არ ვაპირებ ეკონომიკის დახურვას, არ ვაპირებ ქვეყნის დახურვას. მე ამ ვირუსის დახურვას ვაპირებ“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ სწრაფად დავასრულებთ ამ პანდემიას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე.

მოგვიანებით მან მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ქვეყნის აყვავებასა და პანდემიას შორის. ტრამპი აცხადებს, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის ქვეყანას ჩაკეტავს, რაც ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„მე არ ვაპირებ ეკონომიკის დახურვას, არ ვაპირებ ქვეყნის დახურვას. მე ამ ვირუსის დახურვას ვაპირებ“, – განაცხადა ბაიდენმა მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის გამართულ ბოლო დებატების დროს, ჯო ბაიდენმა აშშ-ში კორონავირუსით 220 ათაზე მეტი ადამიანის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დააკისრა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close