მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

BBC: აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ტყვეების დახვრეტის ამსახველი ვიდეოკადრები ნამდვილია

აზერბაიჯანელი სამხედროები ეჭვმიტანილი არიან სამხედრო დანაშაულში ჰადრუთში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. უკანასკნელ დღეებში სოცქსელებში გავრცელდა ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის დახვრეტის ვიდეო ადამიანების მიერ, რომლებიც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის არმიასთან არიან დაკავშირებულნი.

BBC და ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იძიებდნენ ამ გარემოებებს და, მათი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიდეოკადრები ნამდვილია. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ვიდეო გაყალბებულია.

სამხრეთ აზერბაიჯანში მდებარე ქალაქი ჰადრუთი თითქმის ოცდაათი წელი იყო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კონტროლქვეშ. 2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში ბრძოლების განახლების შემდეგ ჰადრუთში გააფთრებული ბრძოლები წარმოებდა. აზერბაიჯანის ჯარები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიუახლოვდნენ ქალაქს, სომხური ძალები კი ინარჩუნებდნენ პოზიციებს მის ჩრდილოეთით.

15 ოქტომბერს აზერბაიჯანულ სოცქსელებში გავრცელდა ორი ვიდეო. ერთზე, როგორც ჩანს, ნაჩვენებია ორი სომეხი ტყვის აყვანა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ. მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია საჩვენებელი დახვრეტა ორი ადამიანისა, რომელთაც იგივე ტანსაცმელი აცვიათ, რაც პირველ ვიდეოზე ნაჩვენებ ტყვეებს. მას შემდეგ, რაც ვიდეორგოლები პოპულარული გახდა, ისინი სოცქსელებიდან აიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ისინი გაყალბებულია.

BBC და Bellingcat-ი აცხადებენ, რომ მოახერხეს ვიდეოკადრების გადაღების გეოლოკაცია: პირველი ვიდეო გადაღებულია ჰადრუთის ჩრდილოეთ გარეუბანში, მეორე კი – ქალაქის სამხრეთში მდებარე პარკში.

სასამართლოს გარეშე ტყვეების სიკვდილით დასჯა სამხედრო დანაშაულია. BBC-მ მოთხოვნები გაგზავნა გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის ოფისში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ოფისში, ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი „ყურადღებით აკვირდება ვითარებას, შეისწავლის ყველა ბრალდებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით და ზომებს მიიღებს, როცა მიზანშეწონილად მიიჩნევს“, – უპასუხეს BBC-ს პრესცენტრში.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იუწყებოდა, რომ ვიდეოების პუბლიკაციასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მოგვიანებით კი უწყებამ განაცხადა, რომ გამოძიება დასრულდა, ვიდეოები კი ყალბადაა მიჩნეული.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close