ღმერთო, როგორ ხარ? – ბავშვების წერილები ღმერთს
გულწრფელობა ბავშვებს განსაკუთრებით ლაღსა და თავისუფალს ხდის, იმდენად თავისუფალს, რომ ღმერთს ყველაზე უშუალო და გულუბრყვილო კითხვებსაც კი უსვამენ.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა წერილები, რომლებიც უმცროსკლასელებმა ფსიქოლოგთა ასოციაციის თხოვნით ღმერთს მისწერეს. წერილებში შეხვდებით სასაცილო, გულუბრყვილო, გულწრფელ, მიამიტურ, სევდიან, ჭკვიანურ აზრებს:
მესამეკლასელი: „მე მესამე კლასში ვარ. ცოდვები ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება“.
პირველკლასელი: „გამარჯობა, ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები? როგორ გაქვს საქმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?“
მეორეკლასელი: „თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?“
მეოთხეკლასელი: „როდესაც მარტოხელა ქალს ვხედავ, მე შენს მაგივრად მრცხვენია“.
მესამეკლასელი: „სად მიდის დრო? ჭაღარაში?”
მეორეკლასელი: „მე შენ, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო. ხომ არა უშავს?“
პირველკლასელი: „შეიძლება მე რომ არ მოკვდე?“
მესამეკლასელი: „ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?“
მეორეკლასელი: „შენ გონება გაქვს, თუ მთლიანად სულისგან შედგები?“
მესამეკლასელი: „პირველ რიგში, რა გააკეთა ქრისტემ, როდესაც აღდგა?“
მეორეკლასელი: „ღარიბები ეკლესიასთან რატომ მათხოვრობენ – შენ რომ ჩაინიშნო, ვინ გაიღო მოწყალება?“
მეორეკლასელი: „იქნებ, შემიძლია რამით დაგეხმარო?“
მესამეკლასელი: „ასეთი რა გაგიკეთა მამაჩემმა, რომ მას სულ არ უმართლებს?“
მეოთხეკლასელი: „როდესაც ხალხს არ უყვარხარ და უბრალოდ ეშინია შენი? ეს რა არის?“
მეოთხეკლასელი: „მინდა ვიცოდე, რას აპირებ, დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?“
მეოთხეკლასელი: „შენ ადამიანი შენი მსგავსი შექმენი. და – უცხოპლანეტელი?“
მესამეკლასელი: „ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება, ის კი ზედაც არ გიყურებს?“.
მეოთხეკლასელი: „მე ძალიან გარცხვენ?“
მესამეკლასელი: „შეიძლება, ხანდახან დამესიზმრო?“
მესამეკლასელი: „შენ დაჰპირდი ხალხს, რომ დაიცავდი სუსტებს, დაჩაგრულებს…“
მესამეკლასელი: „გამოგვიგზავნე შენი შვილი დედამიწაზე… ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ“.
მესამეკლასელი: „გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყვნენ“.
digest.pia.ge
კომენტარები