fbpx
იტალიასაზოგადოება

შეყვარებული წყვილი მილანის პოლიციამ 400 ევროთი დააჯარიმა ქუჩაში ნიღბის გარეშე კოცნისთვის

40 წლის იტალიელი მამაკაცი და პოლონეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი პოლიციამ ქალაქ მილანის ქუჩაში ნიღბის გარეშე კოცნისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ ilgiornale.it იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შეყვარებულებმა, რომლებიც ის-ის იყო სახლიდან გამოვიდნენ და რესტორნისკენ მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები, კორსო სემპიონეზე, ფანრების შუქზე ნიღბები ჩამოიწიეს და ერთმანეთს აკოცეს და… თვალის დახამხამებაში 4 პოლიციელის ალყაში აღმოჩნდნენ (როგორც შემდეგ თავად განაცხადეს, მათ სიახლოვეს არავინ იყო და ვერც კი მოვიდნენ აზრზე, საიდან გაჩნდა უცბად პოლიციის 4 აგენტი).

წყვილის დოკუმენტების გაცნობის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რომ კანონი დაარღვიეს და ჯარიმა დაიმსახურეს.

საქმე ისაა, რომ მართალია, წყვილის განმარტებით, 2,5 წელია რაც დანიშნულები არიან, ისინი ერთად არ ცხოვრობენ და დოკუმენტებში სხვადასხვა მისამართი უწერიათ. სწორედ ამის გამო შეყვარებულებს 400 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს, რადგან იტალიაში კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების გამო სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ ადამიანებს ქუჩაში ნიღბის გარეშე ერთმანეთის გვერდით ყოფნა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ქალმა იტალიური არ იცოდა და მხოლოდ პოლონურად და ინგლისურად საუბრობდა.

მამაკაცმა უკვე შეიტანა სარჩელი ჯარიმის გაუქმების თაობაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close