რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში? – ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში.
„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები შეინიშნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან სეზონურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკვე შემოსულია ვაქცინის 25 000 დოზა, რომელიც პოლიკლინიკებს გაუნაწილდა. უახლოეს პერიოდში შემოვა დანარჩენი 110 000 დოზა, რომელიც ნაყიდი აქვს სახელმწიფოს და კიდევ დამატებით შეძენილია 100 000 დოზა, ასევე, ფრანგული წარმოების ვაქცინა, რომელიც უნდა შემოვიდეს ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.
„თვის ბოლოდან კერძო სექტორს დაახლოებით 40 000 დოზა ექნება. წელს დაახლოებით 300 000 დოზა ვაქცინა გვექნება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, უპირველესად, რისკ-ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან, მათ შორის, ორსულები. ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ 3,5 ათასი დოზაა ათვისებული.
კომენტარები