fbpx
მიგრაციამსოფლიო

აშშ წელს 55 000 „მწვანე ბარათს“ გაათამაშებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის განცხადებით, ქვეყანა უცხოელებს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, მონაწილეობა მიიღონ „მწვანე ბართის“ სახელით ცნობილ სავიზო ლატარიაში. ამის შესახებ ინფორმაციას Miamiheraldi.com-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ წელს 55 000 „მწვანე ბარათს“ გაათამაშებს.

განაცხადების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყო და 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია სრულიად უფასოა.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: https://dvprogram.state.gov.

შეგახსენებთ, რომ საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების სახელწოდებით არის ცნობილი, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს, კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

„მწვანე ბარათი“ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას, მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს ყველა უფლებით, გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა, ხოლო 5 წლის შემდეგ აღნიშნული უფლებაც ეძლევა და ხდება სრულუფლებიანი მოქალაქე.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close