fbpx
newsიტალიასაზოგადოება

500 შავი ჩემოდანი დუომოს მოედანზე – საპროტესტო აქცია მილანში (ვიდეო)

მილანში, მთავარი კათედრალის მოედანზე – პიაცა დუომოზე 10 ოქტომბერს უჩვეულო  აქცია გაიმართა. ქუჩაში გამოვიდა შავებში ჩაცმული 100-ობით ადამიანი, მათ თან ჰქონდათ ტიპური შავი ყუთი-ჩემოდნები, რომლითაც, ჩვეულებრივ, ცოცხალი გამოსვლებისთვის აუცილებელი მოწყობილობა და ინსტრუმენტები გადააქვთ.

აქციის მიზანი იყო ყურადღების მიპყრობა გართობის სფეროში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც სერიოზულად დაზარალდა პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო.

მანიფესტანტები წარმოადგენდნენ არტისტებს, ტექნიკურ სპეციალისტებსა და ორგანიზატორებს, 750000-მდე ადამიანს, რომლებიც რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ნინო ხოშტარია

აქციის ამსახველ შთამბეჭდავ ვიდეოს საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ აქვეყნებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close