არტისტი

გია სურამელაშვილი დუმილს არღვევს – ვინ იყო პოლიტიკოსი, ვისთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა?

მომღერალმა გია სურამელაშვილმა „LIDER TV“-ის გადაცემაში „ცნობილი სტუმარი გურამთან“ დაკარგულ სიყვარულზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მომღერლის თქმით, ამჟამად მისი გრძნობები გაცივდა, რადგან დაშორებისას საყვარელმა ადამიანმა მათ სიყვარულს „ჩაციკვლა“ უწოდა.

სურამელაშვილი ამბობს, რომ ურთიერთობა იმ ადამიანთან ჰქონდა, რომელსაც მეუღლე და შვილები ჰყავს, თუმცა ის თავს საყვარელს ვერ უწოდებს, რადგან ორივესთვის ეს ურთიერთობა მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი იყო.

სურამელაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, მათ შერიგებაში „ამერიკა ჩაერია“, რაშიც, სავარაუდოდ, ამერიკაში მცხოვრებ მეგობრებს გულისხმობს.

„ჩვენი ურთიერთობის შესახებ სულ ხუთმა-ექვსმა ადამიანმა იცოდა“, – აღნიშნავს მომღერალი.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close