საზოგადოებასაქართველო

„ჩვენი კოლეგა ამაში ვერ ერკვევა ანუ, რომ იტყვიან, ტყემალში ზის“ – ელენე თევდორაძის „მარგალიტები“

პროფესიით  გერმანული ენის პედაგოგი ელენე თევდორაძე სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის იგი დაჯილდოებულია  ღირსების ორდენით. და მაინც, საქმიანობაზე მეტად ქალბატონმა ელენემ თავი კოლორიტული მეტყველებით და კურიოზული გამონათქვამებით დაგვამახსოვრა.

ელენე თევდორაძის სახალისო, კურიოზული გამონათქვამები:

😂 – სანამდე ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო იგი.

😂 ელენე თევდორაძე მიმართავს ვიცე-სპიკერ ვახტანგ ყოლბაიას: – დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას.

😂 – ეგენი უთხრეს, უთხრეს და გაუთხრეს ტუნელი და სამი პატიმრები გაქცევაში მიიმყოფებიან.

😂 – მე მინდა ხაზგასმით გავუსვა, რომ საჭიროა არა მხოლოდ დაპირობა, არამედ ხალხის რეალური მისაქმება, თორემ სულ ვპირდებით და სულ მოტყუვნულები რჩებიან.

😂 – მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს.

😂 – ტროლერანტობა ნიშნავს ურთიერთგაგებას – მე შენისა, შენ ჩემისა.

😂 – როცა პიდაგოგი ვიყავი, მოცაფეებს სულ კარგებს ვუწერავდი.

😂 – ეს პრინციპები მათაც გაითავისეს და მეც გავიჩემისე.

😂 – გთხოვთ ჩემი მოსაზრება შეიტენოთ… ახ, და – შეიტანოთ დღის წესრიგში.

😂 – როდემდე ვეკიდოთ ბომბზე ჩამოკიდული.

😂 ერთხელ სიტყვაში გამოსვლისას ქალბატონმა ელენემ, აღშფრთოვანებული ვარო, ბრძანა, რაზეც გერმანე ფაცაციამ მიუგო, ის მაინც გაგვაგებინეთ გეწყინათ თუ გაგიხარდათო.

😂 ნარკოტესტები ჩაუტარეს პარლამენტარებს, რაზეც ქალბატონმა ელენემ აღნიშნა, რომ ჩვენ კველა გამოკვლევებულები ვართო.

😂 – ზოგი რომ ფრაქციებს იცვლის, როგორც ჩიტი გადამფრინველი, ანდაც როგორც ბიკინის კომპლექტი „ნედელია“, ეს ცოტა არ იკოს, არაეთნიკურია.

😂 – ზოგი ჩვენი კოლეგა ამაში ვერ ერკვევა ანუ, რომ იტყვიან – ტყემალში ზის.

😂ხშირად რომ ვუყურებდი, ალბათ იმიტომ დავემსგავსეთ ერთმანეთს (ალენ დელონზე საუბრობს).

😂 – ბატონებო, ჩვენ ის გვეკამათოს, ვისაც ჩვენზე დიდი არგუმენტი უჭირავს ხელში ანუ ვისაც ხელში რა უჭირავს…

😂 – ეგ ბიუდჟეტი ისეთივე უტოპიაა, როგორც გერასიმმა მუმუ.

😂 – რაღაა ჩვენი ჰუმანურება, თუ უმცეოს არ შეეციე.

😂 – და ჩვენ აღვდგებით, როგორც პენიქსები… ფერფლიდან.

😂 – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, თავი დაანებოს პატიმარ კაკო ელიავას. მე შევხვდი მას, მე მას მივაწექი, ის მე მომაწვა და ამ მიწოლ-მოწოლაში მოვნახეთ საერთო ენა.

😂 პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ერთმანეთში საუბრობდნენ. როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს, მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. – ოიჰ, ვინ ანძრევს მანდ?! – იკითხა აღშფოთებულმა ქალბატონმა ელენემ😂😂

ქალბატონი ელენეს გამონათქვამები Anegdotebi.Mcvane.Ge-მ შეაგროვა.

nostal.ge-ს კი ამ გახალისებულ გუნებაზე ქალბატონი ელენეს ერთი კომენტარი გაახსენდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟზე, რომლითაც ელენე თევდორაძისა და ალენ დელონის გარეგნულ მსგავსებაზე მიანიშნებდნენ: „ვიღაცამ თუ ალენ დელონს მიმამსგავსა, ეს ჩემთვის კოპლიმენტია, მაგრამ თავად ალენ დელონისთვის, ჩემთან მსგავსებაზე, რა მოგახსენოთ“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close