აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და პირველ ლედის მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში თავად დაწერა.
„ამ ღამით პირველმა ლედიმ და მე კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ერთად დავძლევთ ამ დაავადებას“, – წერს დონალდ ტრამპი.
Tonight, @FLOTUS and I tested positive for COVID-19. We will begin our quarantine and recovery process immediately. We will get through this TOGETHER!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 2, 2020
74 წლის პრეზიდენტი ტრამპი მაღალი რისკის ჯგუფშია.
აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსზე ტესტრირება მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც ვირუსი ტრამპის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის აშშ-ში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) თითქმის 7,5 მლნ-ს აღწევს, გარდაცვლილია 212 ათას ადამიანზე მეტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4,7 მილიონს აღემატება.
კომენტარები