იტალიაკრიმინალი

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მსგავსი კადრები: GUARDIA DI FINANZA-მ ტუნისურ გემს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა (ვიდეო)

აგრიჯენტოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ფაქტზე, რომელიც იტალიურ კუნძულ ლამპედუზასთან (კუნძული ხმელთაშუა ზღვაში) მოხდა: Guardia di Finanza-ს საპატრულო კატერი იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა ტუნისური თევზმჭერი გემისთვის, რომელიც იტალიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ იმყოფებოდა და სამართალდამცველთა მოთხოვნას არ დაემორჩილა. ამის შესახებ marsalanews.it წერს.

„წინააღმდეგობის გაწევა, სამხედრო გემის მიმართ ძალადობა და სამხედრო გემის მიმართ დაუმორჩილებლობა“ – ამ ბრალდებით დაპატიმრებულია თევზმჭერი გემის კაპიტანი, გემი კი ლამპედუზის პორტშია დაკავებული.

იტალიის ფინანსური გვარდიის თანამშრომლების მიერ ტუნისური კატერის „შტურმით აღება“, როდესაც მათ სროლაც მოუხდათ, რათა გემის გაქცევისთვის შეეშალათ ხელი, ამაღელვებელი სანახაობაა. გამოცემის ცნობით, ტუნისური თევზმჭერი გემი ფინანსური გვარდიის კატერის გატარვნასაც (დაზიანება) შეეცადა. იტალიელებმა მოახერხეს ტუნისურ გემზე გადასვლა და მისი ლამპედუზის პორტში წაყვანა, სადაც კაპიტანი დააპატიმრეს.

ფინანსურმა გვარდიამ უარყო დაკავებულ გემზე ნარკოტიკების აღმოჩენა.

ნახეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრების მსგავსი ვიდეო, როგორ მოხდა ტუნისური გემის დაკავება:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close