რუმინეთში მერის არჩევნებში გარდაცვლილმა კანდიდატმა გაიმარჯვა
რუმინეთში კომუნა დევესელუს მოსახლეობამ მერად ხმის მიცემამდე 10 დღით ადრე გარდაცვლილი მოქმედი მერი აირჩიეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იონ ალიმანი 17 სექტემბერს COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო დაიღუპა. საარჩევნო ბიულეტენებიდან, რომლებსაც ხმის მიცემამდე 2 კვირით ადრე ბეჭდავენ, მისი სახელის წაშლა ვერ მოასწრეს, თუმცა პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა – კომუნაში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ალიმანს ხმა 1600 ამომრჩევლიდან 1020-მა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ ადგილობრივები მის საფლავზე მივიდნენ და პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსახლეობამ არჩევანი იმით ახსნა, რომ ასე მერისადმი პატივისცემის გამოხატვა უნდოდათ, რადგან მისი საქმიანობით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ.
ახლა დევესელუში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. ხმის მიცემამდე კი ალიმანის მოვალეობებს მისი მოადგილე შეასრულებს.
imedinews.ge
კომენტარები