მსოფლიოnews

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 22 ადამიანი (ვიდეო)

25 სექტემბერს უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ხარკოვის ოლქში, სამხედრო ბაზიდან ორ კილომეტრში მოხდა.

На #Харківщині впав військовий літак: на місці працюють рятувальники та поліцейські

Сьогодні о 20:50 поблизу м. Чугуїв…

Posted by Національна поліція України on პარასკევი, 25 სექტემბერი, 2020

„ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მფრინავები და  საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები.

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ავიაკატასტროფის შედეგად მძიმედ დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

ვრცელდება კადრები შემთხვევის ადგილიდან:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close