საზოგადოებასაქართველო

რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ „მამაოს“ ზიარებისას – ექსპრეზიდენტის ბოლო ფოტო და იუმორი

სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო ვრცელდება, სადაც ასახულია, როგორ აზიარებს მას სასულიერო პირი გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე.

ყოფილ პრეზიდენტს ოთხი წლის განმავლობაში დეკანოზი შალვა კეკელია აზიარებდა.

„პირველად პატრიარქმა მთხოვა მივსულიყავი და მეზიარებინა. მას შემდეგ ხშირად დავდიოდი და ვაზიარებდი, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში.

ერთ-ერთი ზიარების შემდეგ ოჯახის წევრები ფოტოს იღებდნენ და ბატონმა ედუარდმა მითხრა – გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო…

კარგი იუმორი ჰქონდა ნამდვილად.

შემდეგ ეს ფოტო თვითონ გადმომცა ხელმოწერით“, – ჰყვება „პრაიმტაიმთან“ დეკანოზი შალვა კეკელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close