მოგზაურობაnews

ჩარტერულ რეისს ბერლინის მიმართულებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ბილეთის ღირებულება 199 ევრო იქნება. ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, დანიშნულია დამატებით ჩარტერული რეისი, 27 სექტემბერს:

თბილისი 09:30 – ბერლინი 11:30
ბერლინი 12:20 – თბილისი 17:50

ერთი გზა – 199 ევრო.

აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება. ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close