fbpx
მსოფლიოქართველები უცხოეთში

რა უნდა იცოდნენ აშშ-ში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე – საქართველოს საელჩოს ინფორმაცია

აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით განახლებადი ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების საკონტაქტო ნომრები იხილეთ ტექსტში ქვემოთ.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card)“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს საქართველოს საკონსულო სამსახური ვაშინგტონში და გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში, რამდენიმე დღის წინ კი, აგრეთვე, გაიხსნა გენერალური საკონსულო აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოშიც. სან ფრანცისკოს საკონსულო სამსახური პირველი ოქტომბრიდან გაუწევს მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ შემდეგ შტატებში: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტექსასი (ტეხასი).

აშშ-ში საქართველოს საელჩო და გენერალური საკონსულოები:

აშშ-ში საქართველოს საელჩო  

საკონსულო ოლქი მოიცავს: კოლუმბიის ოლქი, ვირჯინია, მერილენდი, დასავლეთ ვირჯინია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია და ფლორიდა.

მისამართი: 1824 R Street, NW, Washington, D.C. 20009
ტელეფონი: +1 (202) 387-2390 ext. 303
ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498

ელ-ფოსტა:  [email protected]
ვებ-გვერდი: https://georgiaembassyusa.org/
Facebook: https://www.facebook.com/EmbGeoinUS

გენერალური საკონსულო ნიუ იორკში

საკონსულო ოლქი მოიცავს: ნიუ იორკი, პენსილვანია, ნიუ ჯერსი, დელავერი, კონექტიკუტი, როდ აილენდი, მასაჩუსეტსი, ნიუ ჰემპშირი, ვერმონტი, მეინი, ვესტ ვირჯინია, ოჰაიო, კენტაკი, ინდიანა, მიჩიგანი, ტენესი, ალაბამა, მისისიპი, ლუისიანა, არკანზასი, მისური, ილინოისი, აიოვა, ვისკონსინი და მინესოტა.

მისამართი: 144 East 44th Street, 4th floor, New York, NY 10017
ტელეფონი: +1 (212) 922-1722
ცხელი ხაზი: +1 (917) 945-3227

ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://newyork.mfa.gov.ge/
Facebook: www.facebook.com/consulategeneral.newyork

გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში

საკონსულო ოლქი მოიცავს: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
​ტელეფონი: +1 (415) 528-3706
ცხელი ხაზი: გააქტიურდება 1 ოქტომბრიდან

ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://sanfrancisco.mfa.gov.ge/
Facebook: https://www.facebook.com/GEOConGenSF

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close