საზოგადოებასაბერძნეთი

„ბართლომეს ღამე გამოვიარეთ“ – ციკლონმა „იანუსმა“ საბერძნეთის კუნძულებს სერიოზული ზარალი მიაყენა (ვიდეო)

ხმელთაშუა ზღვის ციკლონი „იანუსი“ გუშინ საბერძნეთის იონიის კუნძულებს დაატყდა თავს და ექსტრემალური ამინდის პირობები დღესაც გაგრძელდა. ციკლონის „თვალი“, რომელიც ზაკინთოსის თავზე იმყოფებოდა, ნელ-ნელა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა, პელოპონესისკენ, რომლის მაცხოვრებლები მოსალოდნელი სტიქიის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

„ბართლომეს ღამე გამოვიარეთ და ჯერაც არ ცხრება.

აქ სახლებს არაფერი ემუქრება რადგან მიწისძვრის გამო ძალიან გამძლე ნაგებობებია.
ხილის ხეები დათხარა, ყვავილები მოსპო, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს ეშველება, ოღონდაც კორონა წავიდეს.
ზღვა ძალიან საშიში დასანახია ⚡⚡🌊🌊🌊 ფერები კია იცოცხლე შესაშური“, – დაწერა  რამდენიმე საათის წინ თავის ფეისბუქის გვერდზე ჩვენმა თანამემამულე ირმა ყიფშიძემ (ირმა დრეგერი), რომელსაც კუნძულ ზაკინთოსზე საკუთარი სასტუმრო აქვს.
ფოტო ირმა დრეგერის ფეისბუქიდან

ციკლონმა „იანუსმა“ მატერიალური ზარალი მიაყენა იონიის კუნძულებს – ზაკინთოსს, კეფალონიას, ითაკას, დაზარალდნენ მესენიის მცხოვრებნი, მოთხრილია ხეები, დაიტბორა სახლები და მაღაზიები. ციკლონი ადრიანი დილიდან ქაოტურად მოძრაობდა იონიის კუნძულების რაიონში.

„ითაკაში დიდ პრობლემებს შევეჯახეთ“

ითაკის მერმა დიონისოს სტანიცასმა დღეს დილით MEGA-სთან ინტერვიუში ისაუბრა ციკლონის მიერ გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებზე თავის კუნძულზე – დატბორილი ქუჩები და სანაპირო მაღაზიები, დაზიანებული სახლები და სახურავები, რომლებიც სახლებს შტორმულმა ქარიშხალმა ახადა, აგრეთვე, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

მისი თქმით, კუნძულზე საგზაო ქსელს დიდი ზიანი მიადგა წაქცეული ხეების და პლაჟებზე შენობების დანგრევის გამო. ელექტრომომარაგებაში სერიოზული ხარვეზები ქვესადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close