საზოგადოებასაქართველო

ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქართველი მომღერალი – TOP 5

მომღერლების წუწუნი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შოუბიზნესი შემოსავლიანი არ არის, ახალი ამბავი არავისთვისაა, თუმცა ეს მომღერლები ვერ ხვდებიან, რომ მათთვის კონცერტების ნაკლებობას მათი სიზარმაცე განაპირობებს.

არავინ დავობს იმაზე, რომ შოუბიზნესი ადრინდელივით ვეღარ ყვავის, თუმცა როგორ უნდა ყვაოდეს, როდესაც ამ ქვეყანაში რამდენიმე მუსიკოსი ცდილობს თავისი მსმენელისთვის მუდმივად საინტერესო და განახლებადი იყოს, ამავე დროს კი, ახალი თაობის მსმენელსაც მოაწონოს და შეაყვაროს თავი. დანარჩენები კი, უბრალოდ, თავიანთი ვოკალური შესაძლებლობებით და ნიჭიერებით იწონებენ თავს და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

„პრაიმტაიმი“ 5 ყველაზე რეიტინგული და მაღალშემოსავლიანი მომღერლის რეიტინგის შედგენას შეეცადა და ნატო დუმბაძეს ესაუბრა.

– მომღერლის რეიტინგულობას მისი კარიერული სვლა და ხალხის სიყვარული განაპირობებს. საქართველოში ყველაზე რეიტინგული მომღერლები არიან: სტეფანე, ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, აჩიკო მეფარიძე და ჯგუფებიდან „სახე“.

დაახლოებით რა თანხას იღებენ თითო კონცერტში?

ეს კომერციული საიდუმლოა და სხვისი ფული მე არასოდეს დამითვლია. ამ ადამიანებმა შექმნეს ეპოქა, ვარსკვლავები არიან და, შესაბამისად, დიდი ჰონორარიც ეკუთვნით.

ნატო დუმბაძესთან საუბრის შემდეგ „პრაიმტაიმი“ პროდიუსერ კახა მამულაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ჰონორარის რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე.

„სიტუაციას გააჩნია, ყოფილა შემთხვევები, როცა უფასოდაც უმღერია ლელას. ვცდილობთ, ყველანაირ მდგომარეობას მოვერგოთ“, – გვითხრა ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა.

მასთან საუბრის შემდეგ აჩიკო მეფარიძესაც დავუკავშირდით, თუმცა მან ჰონორარის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

სხვადასხვა ორგანიზატორებში ჩატარებული პატარა კვლევების შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგი ასე გაოიყურება

სტეფანე – 10 000 დოლარი

ნინო ქათამაძე – 10 000 დოლარი

დათო გომართელი – 5000 დოლარი

ლელა წურწუმია – 10 000 ლარი

ჯგუფი „სახე“ – 10 000 ლარი

აქვე განვმარტავთ, რომ მომღერლების ჰონორარი საკლუბო კონცერტების და კორპორაციული წვეულებების დროს განსხვავებულია. როგორც ხედავთ, შემოსავალი აქვს მას, ვინც მუშაობს, მისი რეპერტუარი მუდმივად განახლებადია და მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს.

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close