fbpx
პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საფრანგეთის პრეზიდენტი საბერძნეთს მხარდაჭერას უცხადებს: თურქეთს სანქციები ელის?

საფრანგეთის კუთვნილ კუნძულ კორსიკაზე 10 სექტემბერს ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების სამიტი გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, მალტის, საბერძნეთისა და კვიპროსის ლიდერები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ert.gr წერს.

შეხვედრა საბერძნეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. სამიტის წინ უძღოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს თურქეთის ქმედებები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ისინი დაახასიათეს, როგორც პროვოკაციული. ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

პრეზიდენტმა მაკრონმა თურქეთი და რუსეთი რეგიონში ჰეგემონიური მისწრაფებების გატარებაში დაადანაშაულა და თურქეთს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

„გამოწვევები უნდა შეჩერდეს და დისკუსიები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების გზა ღიაა“, – ასეთი იყო მიცოტაკისისა და მაკრონის შეხვედრის მთავარი მესიჯი თურქეთის მიმართ.

12 სექტემბერს თესალონიკში სიტყვით გამოვა კირიაკოს მიცოტაკისი, რომელიც საფრანგეთთან სტრატეგიული ურთიერთობების თაობაზე ისაუბრებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ გაირკვევა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების საკითხი. ბოლო მონაცემებით, დაგეგმილია საბერძნეთის მიერ ფრანგული სამხედრო თვითმფრინავებისა და საზღვაო ფრეგატების შეძენა. შეთანხმება ასევე მოიცავს ორი ქვეყნის ვალდებულებას მესამე სახელმწიფოს მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარების თაობაზე.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close