2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა „ამერიკული ავიახაზების“ 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე – პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
11 სექტემბრის ტერაქტს ჯამში 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 343 მგზავრი და 60 პოლიციელი.
ალში გახვეული ცათამბჯენებიდან „თავის დაღწევას“ იქ მყოფთა ნაწილი მაღალი სართულებიდან გადმოხტომით ცდილობდა. თვითმხილველთა თქმით, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა.
ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვებოდა: „როდესაც შენობას მივუახლოვდი, მეხანძრემ მითხრა: „ფრთხილად იყავი, ზევიდან ცხედრები ცვივა”. იმწამს ვერ მივხვდი, რას ამბობდა. „გაიქეცი! აი, ისიც…“ – გამიმეორა მან და ავიხედე ზევით, დავინახე, როგორ ჩამოვარდა ადამიანი ძირს. ლურჯი კაბა ეცვა, თეთრი პერანგი, მუქი თმა ჰქონდა… ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი“.
იყვნენ იღბლიანებიც… ლაბრადორის ჯიშის ძაღლებმა, სალთიმ და როზელიმ უსინათლო პატრონი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 78-ე სართულიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეგობართან სახლში მიიყვანეს.
იმ დღეს „ტყუპებში“ უნდა გამართულიყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის მმართველი რგოლის თათბირი, მაგრამ შეკრება ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდი ერთ-ერთი მონაწილის ავადმყოფობის გამო.
ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი დეტალი ამ 5-წუთიან სიუჟეტშია თავმოყრილი და ის ეთერში შარშან გავიდა, მაგრამ კიდევ ერთ წელს არც ემოცია და არც ფაქტები შეუცვლია.
კომენტარები