ვიდეომოდა/სილამაზეიტალია

თათია ახალაია „დოლჩე და გაბანას“ ზღაპრულ შოუზე ფლორენციაში (ვიდეო)

ქართველი მოდელი თათია ახალაია კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლეგენდარული ბრენდის, „დოლჩე და გაბანას “ პომპეზურ ჩვენებაზე. ამჯერად მან ფლორენციაში, ვილა ბარდინიში გამართულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც იტალიურმა დუეტმა მე-16 საუკუნის ისტორია გააცოცხლა.

სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის ტოპმოდელი ვილა ბარდინის ულამაზესი კიბეებიდან მწავნე ფერის კაბაში ჩამოვიდა, თმას კი ულამაზესი ყვავილების გვირგვინი უმშვენებდა. ზოგადად ყვავილები, მე -16 საუკუნის ხელნაკეთობები და რენესანსი წლევანდელი ჩვენების მთავარი თემა იყო. იტალიურმა დუეტმა კოლექციაში 89 კაბა აჩვენა.

რაც შეეხება თათია ახალაიას, მისთვის Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენება პირველი არაა, იგი 2017 წლიდან თანამშრომლობს ბრენდთან და მათ შოუზე მეოთხედ გამოდის.

info9

აი, როგორ იქმნება ბრენდის ულამაზესი სამოსი.

ნახეთ შოუ და დატკბით „დოლჩე და გაბანას“ მაღალი მოდის სინატიფით და მშვენიერებით. თათია ახალაია ვიდეოში 22-ე წუთიდან ჩანს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close