კრიმინალისაქართველო
ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი ქალი გააუპატიურეს
ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ინფორმაციას ტურისტი ცოლ-ქმარი ავრცელებს.
არსებული ცნობებით, გერმანელი ტურისტები ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ, სადაც ქალზე სექსუალურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა იძალადა, რომელიც ასევე მეგობრებთან ერთად ისვენებდა. პოლიციას მომხდარის გამოძიების მოთხოვნით ქალის ქმარმა მიმართა.
ინფორმაციას ადასტურებენ ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობენ.
დაწყებულია მოწმეების დაკითხვა. წინასწარი ინფორმაციით, მომჩივნებიც და სავარაუდო მოძალადეც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
mtavari.tv
კომენტარები