საზოგადოებასაქართველო

ხდება თუ არა ფასიანი დენდროლოგიურ პარკში შესვლა

შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  პარკის გახსნის დღიდან  მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია, ან სულ მალე გახდება.

„დენდროლოგიური პარკის გახსნის დღიდან არ წყდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე შემოსვლა ფასიანია, ან სულ მალე გახდება.

ამ ტყუილის გავრცელების სიხშირე გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამას ვინმე შეგნებულად აკეთებდეს. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულირება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნის დღიდან უფასოა ყველა დამთვალიერებლისათვის.

აქვე შეგახსენებთ შემოდგომის სეზონის განახლებულ დროებს – სექტემბრიდან ჩვენს ტყე-პარკს შეგიძლიათ ესტუმროთ ყოველდღე, ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – წერია განცხადებაში.

gurianews.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close