news

საფრანგეთის მოქალაქემ „ევრომილიონის“ გათამაშებაში 157 მილიონი ევრო მოიგო

საფრანგეთის მოქალაქემ ევროპული ლატარიის – „ევრომილიონის“ (Euro Millions) გათამაშებაში 157 მილიონი ევრო მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

იღბლიანმა მოთამაშემ ერთადერთმა გამოიცნო მთელ „ბებერ კონტინენტზე“ მომგებიანი 5 რიცხვი – 4, 8, 10, 33, 46 და კიდევ დამატებით ორი მომგებიანი ვარსკვლავი – 8, 11.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საფრანგეთში ასეთი დიდი ჯეკპოტი ორჯერ მოიგეს, 2011 და 2012 წლებში, შესაბამისად, 162 და 170 მილიონი ევრო.

„ევრომილიონის“ ისტორიაში კი გათმაშებული ჯეკპოტის რეკორდული თანხა 190 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც ორჯერ მოიგეს დიდ ბრიტანეთში – 2012 და 2019 წლებში, ერთხელ პორტუგალიაში – 2014 წელს და ერთხელ ესპანეთში – 2017 წელს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close