ისტორიასაზოგადოებასაქართველო

პირველი პრეზიდენტის შთამომავლები – რას საქმიანობენ ზვიად გამსახურდიას შვილიშვილები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. მას სამი ვაჟი ჰყავს – კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი, თუმცა ბევრისთვის ნაკლებად არიან ცნობილნი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილები.

კონსტანტინეს (კოკო) ხელოვნებათმცოდნე ნინო ბარდაველიძე-გამსახურდიასთან ორი ვაჟი ჰყავს – დემეტრე და ზვიადი, რომელიც პაპის მოსახელეა. ბავშვები ემიგრაციაში გაიზარდნენ. 1990-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა.

„1992 წლის იანვარში დავტოვეთ თბილისი, მე მაშინ ზვიადზე ფეხმძიმედ ვიყავი და დემეტრე სამი წლის იყო. ემიგრაციის გრძელი და მწარე წლები გამოვიარეთ.

საქართველოდან წამოსულს, მართალია, ბევრს ემართება აქ ნოსტალგია თუ დეპრესია. გასაგებიცაა, ჩვენ, ქართველებს არ გვაქვს ემიგრაციის ტრადიცია, აქამდე არც დიასპორები არსებულა“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლე.

დემეტრე გამსახურდია ახალგაზრდა კომპოზიტორია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

„გერმანიის საელჩომ ბერლინში დადო დემეტრე გამსახურდიას ეს ვიდეო, სადაც ის ასრულებს თავის ნაწარმოებს „შენ ხარ სიმი“. ეს არის თანამედროვე ამერიკული „​მინიმალ მიუზიკის” სტილის მონათესავე, უფრო მედიტატიური, თითქოს გამეორებებია და თან არ არის“, – დაწერა კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში.

Demetre Gamsakhurdia Video-Konzert

დემეტრე გამსახურდიას ვიდეო/კონცერტი
Demetre Gamsachurdia Video-Konzert

Posted by Embassy of Georgia to the Federal Republic of Germany on შაბათი, 15 აგვისტო, 2020

კონსტანტინე გამსახურდიას მეორე ვაჟი – ზვიადიც მუსიკითაა გატაცებული.

„ეს ზვიადია, ჩემი უმცროსი ვაჟი. იგი შვეიცარიაში დაიბადა, დევნილობის პირველივე თვეებში. ბავშვობასა და მოზარდობაში ვირტუოზი მევიოლინე, ამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.

ამ დღეებში იგი იტალიურ ენაზე წაიკითხავს მოხსენებას „უმბერტო ეკოს სემიოტიკა, ანუ უსასრულო სემიოზი“, (ქართულად იგივე ნიშან-სიმბოლოების ენა) ამ თვალსაჩინო მწერლის თეორიულ შრომებზე დაყრდნობით.

მჯერა, რომ იგი ამჯერადაც წარმატებული იქნება“, – ეს პოსტი კი ვაჟის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ გასულ წელს გამოაქვეყნა.

ზვიად გამსახურდია (უმცროსი)

რაც შეეხება პირველი პირეზიდენტის მეორე ვაჟს, ცოტნეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მძიმედ დაჭრეს და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის: ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გახლავთ, წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს, თუმცა ცოტნე პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟის მამაა. ბიჭი მამის მოსახელეა და მასაც ცოტნე ჰქვია, გოგონას კი – თამარი. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან და თბილისში ცხოვრობენ. ცოტნეს პირველი მეუღლე სოფიო ჩიკვილაძე წარმატებული მოდელია და ბოლო დროს ჩინეთში მოღვაწეობდა.

პირველი პრეზიდენტის მესამე ვაჟი, გიორგი გამსახურდია კი ფინანსურ მენეჯერზე, ანი აბულაძეზე არის დაქორწინებული. ის ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, თავად გიორგი კი პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა. წყვილს შვილი არ ჰყავს.

primetime.ge

p. s. ცოტნე გამსახურდია ივლისში თურქეთიდან სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც ქალაქ ჰაიდელბერგში მდებარეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close