იტალიასაზოგადოება

ძლიერმა ქარიშხალმა მილანში შენობებს სახურავი გადახადა (ვიდეო)

ერთ-ერთი მოხუცთა სახლიდან ადამიანების სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო

მეხანძრეები გასული ღამიდან მუშაობენ, რათა აღმოფხვრან ძლიერი ქარიშხლის შედეგები, რომელიც ლომბარდიის დედაქალაქს და მილანის პროვინციის შიდა რაიონებს დაატყდა თავს. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

მეხანძრეები რამდენიმე ათეულ ადგილას მუშაობენ ახდილი სახურავების სახიფათო ფრაგმენტების მოსაცილებლად, დატბორილი სარდაფების და მიწისქვეშა გასასვლელების მოსაწესრიგებლად, ყველაზე უწინ კი ქარიშხლისგან გადახრილი და მოგლეჯილი ხეების გასაუვნებელყოფად, რომ რომელიმე მათგანი ადამიანებს არ დაეცეს.

საბედნიეროდ, ქარიშხლის გამო, რომელიც დროდადრო ძლიერდებოდა, არავინ დაშავებულა.

მილანის ერთ-ერთ მოხუცთა სახლში (RSA), ვია არსიაზე, საჭირო გახდა რთული სამუშაოს ჩატარება – მისი ათამდე პაციენტი, ძლიერი წვიმის ქვეშ, კოვიდ-19-ის პრევენციისთვის საჭირო ზომების დაცვით სხვა ადგილას – ვია პარავიაზე გადაიყვანეს. ეს პაციენტები დაწესებულების ზედა სართულზე, იზოლირებულ პალატაში იყვნენ მოთავსებულნი კორონავირუსზე ტესტის პასუხის მოლოდინში. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, რათა მოაცილონ ახდილი სახურავის ფრაგმენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გამვლელებს.

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ წინა დღეებში მეტეოროლოგიური სამსახურები იტყობინებოდნენ. ამავე დროს, სამხრეთში ტემპერატურა ზოგან +40 გრადუსს აღწევს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close