საზოგადოებასაქართველო

საზარელი ტრაგედია ზუგდიდში – 6 წლის შვილს ავტომანქანით საკუთარი დედა დაეჯახა?

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს საშინელი ტრაგედია 27 აგვისტოს, საღამოს ბავშვის სახლის კართან მოხდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა, თუმცა, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და რეალურად არავინ იცის, ავტომობილს ვინ მართავდა. გოგონას დედა მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაშია და მას რაიმეზე საუბარი უჭირს.

დაშავებული ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის  ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვის გადარჩენას მედიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

როგორც სოფელ ტყაიაში მერის რწმუნებული ედემ კეკუტია „რეზონანსთან“ ამბობს, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს ინფორმაცია, რომ საჭესთან ბავშვის დედა იჯდა. მისი ინფორმაციით, ფაქტის შემსწრე მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და სხვამ არავინ იცის, სინამდვილეში ვინ იჯდა საჭესთან, როცა შემთხვევა მოხდა. გამგებელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეზოში ავტომობილის შეყვანის დროს ბავშვი შემთხვევით მოულოდნელად შევარდა და უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close