აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონში 23 აგვისტოს ღამეს გათოვდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
თოვლი მოვიდა, აგრეთვე, სოფელ ხინალიგში (ყუბის რაიონი), რომელიც ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მოულოდნელი და აგვისტოსთვის უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური კვლევითი კომპლექსის, „შაჰდაგის“ სამეცნიერო ცენტრში დაარეგისტრირეს.
კომენტარები