fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 7000-ს გადააჭარბა

გასულ 24 საათში 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

EODY-ს მიერ დღეს საღამოს გამოცხადებული მონაცემების თანახმად, საბერძნეთში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მთლიანი რაოდენობა 7075-მდე გაიზარდა (ყოველდღიური ცვლილება +3.2%). ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ახალი შემთხვევებიდან 15 იმპორტირებულია და ქვეყნის სასაზღვრო პუნქტებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადასტურდა. ინფიცირებულთაგან 55.2% მამაკაცია.

კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ 24 საათში კიდევ 2-ით გაიზარდა და 228-ს მიაღწია. დაღუპულთა საშუალო ასაკი 77 წელს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 3804 პაციენტი, ამ დროისთვის აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 3043-ს აღწევს, მათგან 24 მძიმე ავადმყოფია, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ ფილტვების ვენტილაციის აპარატით.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close