ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 აგვისტო

17-18 აგვისტო კლებადი მთვარის დღეებია. ეს ის პერიოდია, როდესაც სახლში ჰარმონია, ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევს. გამოიყენეთ ეს დრო განმარტოებისთვის ან ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი ჩხუბი, კამათი და ურთიერთობის გარკვევა არასასურველია.    

19 აგვისტოს ახალმთვარეობაა. ამ დღეს თქვენი ინტერესები წინა პლანზე დააყენეთ. ნურავის დაუთმობთ, დაიცავით საკუთარი აზრი.

20-იდან 23 აგვისტოს ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. სამსახურში კარიერული წინსვლა გელით. შესაძლებელი იქნება გეგმების განხორციელება, რაც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ. მეტიც, ხელმძღვანელობა შეამჩნევს თქვენს ძალისხმევას და მოინდომებენ, რომ დაგაჯილდოონ.   

 

ვერძი

მოემზადეთ თავგადასავლებისთვის, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გელოდებათ. თუ რაიმე სადავო საკითხები წამოიჭრა, მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაეყრდნობით, მიმართეთ ვინმეს და რჩევა ჰკითხეთ. შაბათ-კვირას დაისვენეთ სამსახურიდან და დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთი დიდი ხანია არ გინახავთ.

სასიკეთო დღეები: 21, 22

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

მოგიწევთ გამოიჩინოთ გამჭრიახობა, რათა ყველაფრის გაკეთება შეძლოთ განსაზღვრულ პერიოდში. სახლი და ოჯახი უყურადღებოდ დაგრჩებათ, მაგრამ სხვა ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახლა თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება. ნებისმიერ წინადადებებს დასთანხმდით.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

განაგრძეთ იმ მიმართულებით მოძრაობა, რომელიც არჩეული გაქვთ. ოცნებები გაგიტაცებთ, მაგრამ ჯერჯერობით მათი რეალიზება შეუძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი არასწორი აღმოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კირჩხიბი

მოემზადეთ შეხვედრებზე წასასვლელად: ერთდროულად რამდენიმე შემოთავაზება გექნებათ, მაგრამ თაყვანისმცემლები ყურადღებით შეარჩიეთ! ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რამდენჯერმე უნდა აწონ-დაწონოთ. არსებობს რისკი, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა შეგექნებათ, ფრთხილად იყავით საკვებ პროდუქტებთან.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

შემთხვევითი ამბები შემთხვევით არ ხდება – ეს ახლა სწორედ თქვენზეა ნათქვამი.  ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ისინი გიჩვენებენ, როგორ უნდა განაგრძოთ გზა. ამ პერიოდში სიყვარული პირველ პოზიციაზე გადმოიწევს. ზოგიერთ საქმიან გადაწყვეტილებას დაგვიანებითაც კი მიიღებთ იმის გამო, რომ  მთელი თავით გადაეშვებით სასიყვარულო ამბებში, მაგრამ ვარსკვლავები თვლიან, რომ ნამდვილად ღირს!

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ეს პერიოდი კარგია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ოპერაციის განსახორციელებლად. განსაკუთრებით მომგებიანი ახლა მისი ყიდვაა. შეეცადეთ ფული არ ისესხოთ, დაბრუნება გაფიჭირდებათ. გაუფრთხილდით ყელს: ამინდი, პრაქტიკულად, არ დაგიტოვებთ შანსს, რომ არ დაავადდეთ. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 17.

 

სასწორი

შეეცადეთ ამ კვირაში მხოლოდ იმ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, რომლებიც მოგწონთ. თავი შეიკავეთ იმ ხალხთან ურთიერთობისგან, ვისაც შეუძლია, რომ განწყობა გაგიფუჭოთ. ბუნებაში დასვენება საუკეთესო არჩევანია შაბათ-კვირისთვის. მთავარია, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ თავს, რომ ავად არ გახდეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

საქმეებისა და დავალებების სიმრავლისგან თავბრუ დაგეხვევათ. შეადგინეთ გეგმა და განსაზღვრეთ თქვენი ვადები: ასე უფრო ადვილი იქნება საქმეებთან გამკლავება. 19-იდან 23 აგვისტომდე პერიოდში ჯილდო გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯილდო, ან სხვაგვარი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

ახლა ეჭვი და შიშები უკან უნდა მოიტოვოთ, ისინი მხოლოდ ხელს გიშლიან ახალ წამოწყებებში. ნათესავებმა შესაძლოა სტუაცია მუქ ფერებში წარმოაჩინონ, ამიტომ ჯერჯერობით ნუ მოუყვებით მათ სიძნელეების შესახებ. არ დაგავიწყდეთ ესაუბროთ ბავშვებს – ისინი მოწყენილები არიან და თქვენს ყურადღებას ელიან.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თხის რქა

შეეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში შეგხვდებიან. ახლობლებთან ურთიერთობაში კი ფხიზლად იყავით – შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში გიმტყუნონ. 17 ან 18 აგვისტოს გულითადი საუბარი შეგიძლიათ იმ ადამიანთან, ვისთანაც უთანხმოება მოგიხდათ გაუგებრობის ნიადაგზე.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მერწყული

არ ინერვიულოთ იმ შეცდომების გამო, რომლებიც შესაძლოა ახლა დაუშვათ. მოგვიანებით შანსი გექნებათ, რომ ყველაფერი გამოასწოროთ. თუ ვინმე მოგწონთ, უთხარით მას ამის შესახებ. არ შეგეშინდეთ ამ დღეებში ინიციატივა გამოიჩინოთ. უკეთესია შეგნიშნონ, ვიდრე ყურადღება არ მოგაქციონ.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

საყვარელ ადამიანთან  ჩხუბი ახლა გარდაუვალი იქნება, არც კი სცადოთ თავიდან არიდება, მაინც ვერაფერს გახდებით. უბრალოდ, მიეცით ერთმანეთს დრო, რომ წყენამ გაიაროს. თქვენი უყურადღებობის გამო სამსახურში შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. ზოგიერთ საქმეში რამდენჯერმე მოგიწევთ ცვლილებების შეტანა. მზად იყავით ამისთვის.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close